ცხადდება ღია კონკურსი შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლაში (ფაკულტეტზე) ქვემოდ ჩამოთვლილი მიმართულებების და სპეციალობის მიხედვითსამი წლის ვადით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
მიმართულება ინჟინერია, სპეციალობა მშნებელობა:
ორი ასოცირებული პროფესორი;
მიმართულება - სოციალური მეცნიერებები, სპეციალობა ეკონომიკა:
ერთი ასოცირებული პროფესორი;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- CV;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია;
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2017 წლის 8 მაისიდან 17 მაისამდე 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10.
კონკურსი ჩატარდება 18 მაისს.
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 19 მაისს.