მადლიერების დღე - დღესასწაული, რომელსაც შეერთებულ შტატებში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად. მიუხედავად რელიგიური წარმომავლობისა, ამჟამად მადლიერების დღე საერო დღესასწაულად ითვლება.
ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.
GAU ულოცავს მადლიერების დღეს თავის სტუდენტებს და ამერიკელ მეგობრებს!