ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებს გიწვევთ ქართულენოვანი ან ინგლისურენოვანი პრეზენტაციების ორ - ეტაპიან კონკურსზე.
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეებს მოეთხოვებათ 2/3 - წუთიანი ინდივიდუალური პრეზენტაციები.
პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დაიყოფიან 2 ან 3 კონკურსანტისგან შემდგარ ჯგუფებად და გადავლენ მეორე, ფინალურ ეტაპზე.
თითოეული (ქართულენოვანი ან ინგლისურენოვანი) კონკურსის ფინალში, გამოვლინდება გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცემათ GAU-ს სპეციალური პრიზები.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა GAU-ს სერტიფიკატი.
პრეზენტაციების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს.
რეგისტრაცია გრძელდება 22 მაისამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე - https://goo.gl/fPfc78 [1]
პრეზენტაციების პირველი ეტაპი გაიმართება 23 მაისს 13:00 საათზე, 306-ე აუდიტორიაში.
პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 2/ 3 წუთი
თემატიკა - თავისუფალი
პრეზენტაციის ხანგრძლივობა - 6/7 წუთი
მეორე ეტაპის თემები გამოქვეყნდება კონკურსების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ.
პრეზენტაციების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
გისურვებთ წარმატებას!
ბმულები:
[1] https://goo.gl/fPfc78