დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) მიმართულებით 2011 წელს. გავხდი ამავე სპეციალობის მაგისტრი 2014-ში.
მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემს პირველ გასაუბრებაზე წავედი. იმ დღეს ჩემი თავის რწმენა გამიასმაგდა - დავინახე, როგორი აღფრთოვანებული უსმენდა ჩემს პასუხებს „ჩამჭრელ'' კითხვებზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ფინანსური დირექტორი. არ ეგონა, რომ საქართველოში ჩემი მიმართულებით შეიძლებოდა ასეთი განათლების მიღება.
შემდეგ იყო მეორე გასაუბრება იმ კომპანიაში, სადაც თითქმის 5 წელია ვმუშაობ. „თიბისი ლიზინგი'' [1] გახდა ჩემი ლაბორატორია, სადაც თვითრეალიზებას ვახდენ, წლიდან წლამდე წინ მივიწევ და სისტემატიურად ვაწყდები პრაქტიკულ სიტუაციებს, სადაც ზუსტად იმ ცოდნას ვიყენებ, რასაც GAU-ში ვეზიარე 7 საინტერესო და დატვირთული წლის განმავლობაში.
GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს.
შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი, ისწავლო და აკეთო ის, რაც გაინტერესებს, გადალახო ბევრი გამოწვევა, რომ მიხვიდე მიზნამდე - ყველაფერ დანარჩენს უზრუნველყოფს GAU, რომელიც ტრამპლინი იყო ჩემს ნახტომში წარმატებისკენ! :)
ბმულები:
[1] http://www.tbcleasing.ge/