ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის [1] ბაკალავრიატი ფინანსური განხრით 2012 წელს დავამთავრე. მაგისტრატურაზე სწავლასაც GAU-ში ვაგრძელებ, ამჯერად მარკეტინგული მენეჯმენტის მიმართულებით. შემიძლია მთელი გვერდი დავუთმო იმ საგნების ცოდნისა თუ უნარების ჩამონათვალს, რომელიც GAU-მ შემძინა, მაგრამ თავი რომ არ მოგაბეზროთ პირდაპირ შედეგს მივადგები და მოკლედ მოგიყვებით, რაში გამომადგა ეს ყველაფერი.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-4 კურსზე სწავლის პერიოდში GAU-მ მომცა უნიკალური შესაძლებლობა დამეწყო სტაჟირება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ საკონსულტაციო და აუდიტორულ კომპანიაში, თავის სექტორში მოღვაწე კომპანიებს შორის ე.წ. "დიდი ოთხეულის" (Big Four) წევრ კომპანია Deloitte and Touche-ში, რომელიც საქართველოში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორია და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტი აბარია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გავხდი Deloitte-ის სტაჟიორი და დამევალა საქმიანობა ინვესტიციების წახალისებისა და პროექტების განხრით, რისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ეკონომიკური და ფინანსური ანალიზებისა და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნას.
სტაჟირების 5 თვიანი კურსის წარმატებულად დამთავრების შედეგად მივიღე ორი სამუშაო შემოთავაზება, რომლებიდანაც ერთ-ერთი იყო სწორედ ის დაწესებულება სადაც ამჟამად სრულ განაკვეთზე ვმუშაობ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს [2] ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და, შემდგომ, ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.
კარიერული წინსვლის პერსპექტივა - ეს არის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა, რომელიც განასხვავებს GAU-ს და უდაოდ ანიჭებს მას საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს. ამავდროულად, არ შეიძლება არ გავუსვა ხაზი იმ ფაქტორებს, რომლებიც უშუალოდ ქმნიან ამ პერსპექტივის არსებობის შესაძლებლობას:
ამ ყველაფერმა უზრუნველყო ჩემი პროფესიული განვითარების დასაწყისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სტუდენტისთვის. GAU გამორჩეული უნივერსიტეტია და მე პირადად მისი დიდი მადლობელი ვარ.
ბმულები:
[1] http://gau.ge/schools/business
[2] http://www.economy.ge/
[3] http://gau.ge/ge/professors-and-lecturers
[4] http://gau.ge/ge/administration-and-structure