2012 წელს ჩავაბარე ქართულ-ამერიკულ უნივესიტეტში (GAU) და დღეს ვთვლი, რომ ამ უნივერსიტეტზე არჩევანის გაკეთება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.
GAU-ში დამხვდნენ პროფესიონალი ლექტორები, მათ შორის დიანა ბერეკაშვილი, ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა და ა.შ. რომელთაგანაც სტუდენტებმა მივიღეთ უდიდესი თეორიული ცოდნა.
მინდა ხაზი გავუსვა GAU-ს უდიდეს უპირატესობას, GAU-ს იურიდიულ კლინიკას [1], სადაც მე და ჩემმა კურსელებმა შევძელით თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარჩვევები გამოგვემუშავებინა. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ GAU-ში ჯგუფები დაკომპლექტებულია მცირე რაოდენობის სტუდენტებით, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ლექტორებთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე უშუალოდ მათგან ამომწურავი ინფორმაცია მიგვეღო.
სწავლის პერიოდში ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში [2] და სანოტარო ბიუროში თანაშემწედ. დამამთავრებელ კურსზე ბატონმა ზვიად კორძაძემ მომცა შესაძლებლობა პრაქტიკა გამევლო ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო - კორძაძის საადვოკატო ბიუროში [3]. იქ მივიღე უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შემდგომში დამეხმარა კარიერულ წინსვლაში.
სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე USAID-ის პროექტში, რომლის რეკომენდაციითაც დავსაქმდი და დღეს ვმუშაობ სს "ნოვა ტექნოლოჯის" იურიდიულ განყოფილებაში იურისტის პოზიციაზე.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences/llb/legal-clinic-program
[2] https://www.gyla.ge/ge
[3] http://kordzadzelawoffice.ge/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3-3/