2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ წარმატებით. მე და ჩემმა მეგობარმა მე-2 კურსზე საქართველოს ეროვნული ბანკის [1] მიერ მოწყობილ კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც დავიკავეთ პირველი ადგილი. ამ გამარჯვებამ მაჩვენა, თუ რამდენად მრავალმხრივი გამოყენება შეიძლება ჰქონოდა იმ თეორიულ საკითხებს, რასაც ვსწავლობდით.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ აქვე გავიარე მაგისტრატურა იგივე Quant-ის პროგრამით და ახლა ვაგრძელებ სწავლას დისერტაციაზე. GAU-ს უძლიერესი მხარე მის მეცნიერთა გუნდშია და იმედი მაქვს ერთხელ მეც შევუერთდები მათ რიგს.
ამჟამად ვმუშაობ თიბისი ბანკის [2] საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად, სადაც ჩემს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ყოველდღიურად ვიყენებ. პარალელურად ვმუშაობ GAU-შიც, ბატონი თემურ ტორონჯაძის, ბიზნესის სკოლის დეკანის, ასისტენტად. ბატონი თემურის ასისტენტობა ძალზედ საპასუხისმგებლო საქმიანობაა და დიდ შრომას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ GAU გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ბმულები:
[1] https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2
[2] http://www.tbcbank.ge/web/ka