2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების [1] ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი.
კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და ამერიკულ სტანდარტებზე მორგებული სასწლავლო პროცესი არის ის რაც ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან ასოცირდება. ის ყველა სტუდენტს განვითარებისა და წარმატების თანაბარ შანსს აძლევს.
GAU-ში სწავლის დროს საშუალება მომეცა 2012 წლის შემოდგომის სემესტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლეიტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის [2] ბიზნეს სკოლაში გამევლო. ამერიკაში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი კლეიტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსის ასისტენტად. ამერიკაში მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მომცა სხვა კუთხით შემეფასებინა GAU-ში სწავლის პერიოდი და დღესდღეობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ GAU ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო ამერიკული ხარისხის განათლება და გახდე კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე.
მინდა ავღნიშნო, რომ GAU-ში მიღებული ცოდნა და შეძენილი პროფესიული უნარ-ჩვევები დღემდე მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.
დღესდღეობით ვმუშაობ დანიის ლტოლვილთა საბჭოს [3] სამხრეთკავკასიის რეგიონულ წარმომადგენლობაში, ფინანსური ოფიცრის თანამდებობაზე. ასევე განათლებისა და მართვის გუნდის ბაზაზე ვატარებ ტრეინინგებს მენეჯმენტის თემაზე.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/business
[2] http://www.clayton.edu/
[3] http://drc.dk/home/