2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა [1] ფინანსური განხრით. GAU-მ საშუალება მომცა მიმეღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება.
GAU-ში სწავლის პერიოდში გამუდმებით მსურდა აქ შეძენილი ცოდნისა და უნარების რეალიზება. ამის შესაძლებლობა მომეცა მესამე კურსზე, როდესაც სტაჟირება დავიწყე სადაზღვევო კომპანია შპს „პსპ დაზღვევა''-ში, სადაც მალევე დამაწინაურეს და გავხდი ამ კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის სრულფასოვანი წევრი ავტო-დაზღვევის მიმართულებით.
მეოთხე კურსის დასასრულს, 2013 წელს, არაერთი შემოთავაზება მივიღე სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე, როგორც GAU-ს რეკომენდაციით, ასევე საკუთარი ძალისხმევის შედეგად. საბოლოოდ, შესაძლებლობა მომეცა, რომ კარიერა გამეგრძელებინა საერთაშორისო კომპანია JTI Caucasus LLC-ში ფინანსურ დეპარტამენტში, ფინანსური სტაჟიორის თანამდებობაზე ბიუჯეტირების მიმართულებით, სადაც დღემდე ვმუშაობ.
აქ მუშაობის პროცესში, საშუალება მეძლევა სრულფასოვნად გამოვიყენო GAU-ს მიერ მოწოდებული განათლება და გამოცდილების ის ნაწილი, რომელიც ამ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობით შევიძინე. სწორედ ამიტომ აქაური განათლება გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
ყოველივე ამის შეძენა შესაძლებელია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დაუღალავი სწავლით, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ GAU-ს ახალ სტუდენტებს მათ კარიერაში, რომელსაც საფუძველი სწორედ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ეყრება.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/business