2014 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის [1] ბაკალავრიატი საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით.
GAU-ში სწავლის დროს მივიღე მაღალი დონის ფინანსური და ეკონომიკური განათლება, რომელიც დამეხმარა მესამე კურსზე სტაჟირება გამევლო საქართველოს ეროვნულ ბანკში [2], ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილებაში. აღსანიშნავია რომ, ლექტორები თეორიული ცოდნის გარდა გვიზიარებდნენ პრაქტიკულ გამოცდილებასაც, რომელიც ჩემთვის ძალზედ სასარგებლო გამოდგა. ეროვნულ ბანკში 6 თვიანი სტაჟირების შემდეგ დავიწყე მუშაობა ბანკ რესპუბლიკაში [3] მიკრო ბიზნეს სესხების ოფიცრად. რეალურ სამყაროში ბიზნესის ფუნქციონირების გაცნობის შემდეგ მივიღე შემოთავაზება გავმხდარიყავი მასწავლებელი ბიზნესის კლასში, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში [4], რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი. ამავდროულად გავხდი ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყოველი ახალი ინიციატივა GAU-ში მიჩნდებოდა, სადაც არის შექმნილი ყველა პირობა ნაყოფიერი სწავლისთვის და შესაბამისი წარმატების მისაღწევად.
ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ეროვნული ბანკის [2] საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში. ყოველდღიური საქმიანობის წარმატებით შესრულებაში კი სტუდენტობის დროს გამომუშავებული უნარ-ჩვევები მეხმარება.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/business
[2] https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2
[3] https://www.br.ge/
[4] http://newton.edu.ge/#!/menu/open