2010 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა [1]. მიღებული ცოდნა და გამოცდილება იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმავე წელს სწავლა GAU-ს საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურაზე გამეგრძელებინა, რაც 2012 წელს, ასევე წარმატებით დავასრულე. მომენიჭა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი (სადიპლომო ნაშრომი - „სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი საერთაშორისო სამართალში'').
მეორე კურსიდან, დავიწყე თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დამკვიდრება. GAU-ს ხელშეწყობით აქტიურად ვმონაწილეობდი სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის იურიდიული კლინიკის [2] პროგრამაში.
პირველი ნაბიჯი პროფესიულ კარიერაში, სწორედ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელშეწყობით გადავდგი, როდესაც მონაწილეობა მივიღე პროექტში - „თბილისელების ადვოკატი''. ეტაპობრივი წინსვლის შედეგად, დასაქმებული ვიყავი სხვადასხვა იურიდიულ კომპანიაში.
მოგვიანებით, ჩემი პროფესიული კარიერა გაგრძელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში [3], სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჯერ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ კი, ამავე სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის [4] დასავლეთ ევროპის სამმართველოში.
2012 წელს მუშაობა გავაგრძელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112''-ის დეპარტამენტში. ამჟამად, ვარ შსს სსიპ „112''-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა პროფესიული წინსვლისა და წარმატებისათვის. ეს არის ადგილი, სადაც სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომა და მეთოდოლოგია, მოწესრიგებული მენეჯმენტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა თითოეულ პირს აძლევს წარმატებულ სტარტს ნათელი მომავლისკენ.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences
[2] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences/llb/legal-clinic-program
[3] http://www.mfa.gov.ge/
[4] http://www.mfa.gov.ge/MainNav/DiplomatService/Structure/Department-of-European-Affairs.aspx