GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.
სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
|
I | II | III | IV | V |
ბიზნესის სკოლა | 100% | 50% | 25% | 10% | -- |
ბიზნესის სკოლა, Quant-ების პროგრამა (BBA Quant’s) |
100% | -- | -- | -- | -- |
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა | 100% | 50% | 25% | 10% | 10% |
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა |
100% | 50% | 25% | -- | -- |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა |
100% | 50% | 25% | -- | -- |
შეღავათები
გარდა სემესტრული სტიპენდიებისა, გაუ საშეღავათო პაკეტს სთავაზობს ერთი ოჯახის წევრებს (და-ძმა, მეუღლეები...). GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში ისინი სწავლის საფასურზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.