GAU აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის უნიკალურ პროგრამას გთავაზობს.
გახდი GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის [1] ან ბიზნესის სკოლის [2] სტუდენტი, დაამთავრე ბაკალავრიატი წარჩინებით და GAU-ს რეკომენდაციის საფუძველზე მოგეცემა შესაძლებლობა უფასოდ გაიარო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები აშშ-ს შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში:
GAU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც ასეთი პროგრამა არსებობს, ამის მიზეზია GAU-ს სასწავლო პროგრამებისა და ჩამოთვლილი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების კურსებისა და კრედიტების თანხვედრა და GAU-ს კონტაქტები აღნიშნულ უნივერსიტეტებთან, რაც ნიშნავს, რომ GAU-ს რეკომენდაციას ცნობენ და აღიარებენ ამ უნივერსიტეტებში.
პროგრამის ფარგლებში GAU უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას GRE-ისა და TOEFL-ის გამოცდებისათვის, რაც აუცილებელია ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისათვის.
პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, ყველა წარჩინებულ სტუდენტს მიეცემა შანსი სწავლა გააგრძელოს ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან ერთერთში.
პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრეთ ბიზნესის სკოლის დეკანს, თეიმურაზ ტორონჯაძეს [13] და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანს, კონსტანტინე კულიჯანოვს. [14]
ბმულები:
[1] http://gau.ge/schools/natural-sciences-and-engineering
[2] http://gau.ge/schools/business
[3] http://www.harvard.edu/
[4] http://www.princeton.edu/main/
[5] http://www.upenn.edu/
[6] http://www.yale.edu/
[7] http://www.columbia.edu/
[8] http://www.brown.edu/
[9] http://www.cornell.edu/
[10] http://www.jhu.edu/
[11] http://web.mit.edu/
[12] http://www.nyu.edu/
[13] http://gau.ge/ge/professors-and-lecturers/business-school/teimuraz-toronjadze
[14] http://gau.ge/ge/professors-and-lecturers/natural-sciences-and-engineering-school/kontantin-kulijanov