GAU-ს კურსდამთავრებულები

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც ჩემი სტუდენტური წლები GAU-ს დავუკავშირე. GAU-ში მიღებული, ცოდნა არის მომავალში კარიერული წინსვლის გარანტი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) სწორედ ის ადგილია სადაც ყველა პირობაა, შენი პროფესიული...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში...

გაცვლითი პროგრამა კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად, კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტში, ესპანეთი!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს ბიზნესის, სამართლის, ინფორმატიკის და ინგლისური ფილოლოგიის ფაკულეტეტებიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად (უპირატესობა ენიჭებათ სტუდენტებს ესპანური ენის ცოდნით A1 დონეზე).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 15 აპრილის 19.00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.ge. გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტი“

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე)
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე)
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 
  • ესპანური ენის სერტიფიკატი (ჩაითვლება პრიორიტეტად)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება: ჩამოტვირთეთ ფორმა

შეამოწმეთ კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტის ვებ-გვერდი (http://bit.ly/2UZZVhj), მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი. კონკურსის პერიოდში მზადდება სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელექტრონული განაცხადის მომზადების ეტაპზე ხელმოწერით დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს და საჭირო გახდეს ხელახლა ხელმოწერა. სასწავლო ხელშეკრულების სამუშაო ვერსიაში სტუდენტის მიერ ივსება შემდეგი გრაფები:

  • სტუდენტის პირადი მონაცემები
  • გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია
  • მიმღებ უნივერსიტეტში შერჩეული კურსების და მშობლიურ უნივერსიტეტში მათი ექვივალენტური კურსების შესაბამისი გრაფები (Table A: Study programme abroad; Table B: Recognition at the Sending Institution)
  • ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსია მოეთხოვებათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შეფასების მესამე ეტაპს.ასეთ შემთხვევაში შევსებული ხელშეკრულება უნდა დაამოწმოთ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდითა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერით

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ კანდიდატებს მიენიჭება სტიპენდია ევროკომისიისა და კასტილია ლა მანჩას უნივერსიტეტისგან.

სტიპენდია მოიცავს: 

  • უფასო სწავლა
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

დამატებითი ინფორმაცია: 

  • შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები! (ესპანეთის საელჩო მდებარეობს თურქეთში, ქ. სტამბოლში)
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 317; +995 592 11 22 00;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.