GAU-ს კურსდამთავრებულები

Chardin Art Gallery

2014 წელს მაღალი აკადემიური მოსწერებით და GAU-ს რეკომენდაციით დავიწყე სტაჟირება საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. კოორდინაციის დეპარტამენტში 4 თვის განმავლობაში გავდიოდი...

პროფესორები და ლექტორები

2004 წელს ქეთი გახდა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კომპიუტერული ხელოვნების სპეციალობის მაგისტრი მულტიმედიისა და დიზაინის მიმართულებით. ამავე წელს გაიარა სარეკლამო დიზაინის კურსი ქ.მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის სპეციალიზირებულ სასწავლო კომპიუტერულ ცენტრში...

GAU-ს ხუთი სტუდენტი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიანტი გახდა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიისა და ლაკვილას უნივერსიტეტის (იტალია) გადაწყვეტილებით 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიები მოიპოვა GAU-ს ხუთმა სტუდენტმა! ესენი არიან:

მარიამ ტყავაძე - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
ქეთევან ზაქარიაძე - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
გიორგი გიორგობიანი - ბიზნესის სკოლა, ბაკალავრიატი
ლადო ციცვიძე - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, ბაკალავრიატი
ბადრი გოგილაშვილი - ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, მაგისტრატურა
 
აღსანიშნავია, რომ ლაკვილას უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტებისთვის გამოცხადებული იყო სულ 7 ადგილი, რომლისთვისაც ექვსი უნივერსიტეტის კანდიდატები იბრძოდნენ საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული 7 ადგილიდან 5 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს!
 
ვულოცავთ მარიამს, ქეთის, გიორგის, ლადოს და ბადრის და წარმატებებს ვუსურვებთ დასახული მიზნების მიღწევაში. სამხრეთ იტალიისკენ ისინი უკვე იანვარში გაემგზავრებიან.