GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

საქართველოს და ამერიკის მეგობრობის დღე GAU-ში

9 ივნისს (2017) GAU-ში საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. ეს იყო მეგობრობის დღე, მთელი წლის შეჯამება და სტუდენტების მადლობის სიგელებით დაჯილდოება; GAU-ს მეგობრების შეკრება და მადლიერების კიდევ ერთხელ გამოხატვა პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

იუბილეზე ფრანჩესკა კელიმ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა, ქართული ჰიმნი კი GAUბენდის წევრმა, ხატია ქინქლაძემ იმღერა. ყველა უცხოელი სტუმარი აქტიურად ჩაერთო სპეციალურად მათთვის მომზადებულ თამაშში - სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ქართული იდიომების შინაარსის ამოცნობაში, რაც ძალიან სახალისო გამოდგა. GAU-ს პრეზიდენტმა დამსწრეებისთვის ვიქტორინა გამართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის თემაზე. PR კლუბის წევრი სტუდენტები და GAU-ს სტუდენტური ელჩები კი ღონისძიების მთავარი მასპინძლები იყვნენ. მათი ორგანიზებით შედგა ექსპოზიცია, რომელზეც ქართულ-ამერიკული მეგობრობის ამსახველი პროექტები, ფოტოგამოფენები და ქართულ-ამერიკული ტრადიციული კერძებიც კი იყო წარმოდგენილი.

მეგობრობის დღე ანსამბლმა რუსთავმა, მუსიკოსმა და GAU PR სკოლის ლექტორმა ზურა ბალანჩივაძემ და სუხიშვილების ცეკვის აკადემიამ გაგვილამაზეს. მოცეკვავეებმა კოკა-კოლას კამპანიის ფარგლებში ღონისძიება მასობრივი და სანახაობრივი ფლეშ-მობით დახურეს. ყველას დიდ მადლობას ვუხდით მოსვლისთვის, მონაწილეობისთვის, ორგანიზებაში ჩართულობისთვის და იმისთვის, რომ ეს სიურპრიზებით სავსე დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

საქართველოს და ამერიკის მეგობრობის დღე GAU-ში საქართველოს და ამერიკის მეგობრობის დღე GAU-ში