GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე

ქართული ანბანი, „33 ემოცია“, ახალი ქართული შრიფტის განვითარება და ქართული დამწერლობის კულტურა... სინამდვილეში 33-ზე ბევრად მეტი ემოცია, დისკუსია და საინტერესო ისოტირული ექსკურსი.
 
26 სექტემბერს (2017) ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გამართა. ინტერაქციული საჯარო ლექცია ქართული დამწერლობის სათავეებისა და განვლილი გზის შესახებ ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ წაიკითხა, თანამედროვე ანბანთქების კონცეფციის "33 ემოცია" წარდგინება პროექტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ტოგონიძემ გამართა, ახალი ქართული შრიფტების შექმნასა და განვითარებაზე შრიფტის დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ ისაუბრა.
 
დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის, ინტერესისთვის, ასეთი მაღალი ჩართულობისა და ქართული ანბანის საკითხის წამოწევისთვის. ეს ის თემაა, რომელზეც ალბათ ყველას მეტი ფიქრი, ინფორმაცია და დისკუსია გვჭირდება. მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი.
 
ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე
ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე
ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე ქართული ანბანისადმი მიძღვნილი დღე