GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან

5 აპრილს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ნანუკა ჟორჟოლიანი ესტუმრა. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ შოუს წამყვანმა, GAU-ს სტუდენტების ინიციატივით, საჯარო ლექცია გამართა თემაზე რეიტინგი, წარმატება და თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები. "არ ვიცი, ჩვენ ვართ (პირობითად) თქვენი მსხვერპლი, თუ თქვენ - ჩვენი!" - აღნიშნა ნანუკამ რეიტინგზე საუბრისას, რადგან ძირითადად სწორედ მდარე, მოყვითალო თემებს ჰყავს ყველაზე მეტი მაყურებელი, რაც განაპირობებს კიდეც ამ თემების გაშუქებას.
 
მედიის გავლენა საზოგადოებაზე და პირიქით, მაღალი კონკურენციის პირობებში რეიტინგის შენარჩუნების მექანიზმი და სოციალური ქსელის აქტუალურობა ინტერაქციული შეხვედრის მთავარი საკითხები იყო. სადღესასწაულო უქმე დღეებამდე GAUელებმა კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო გაატარეს და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს საინტერესო საუბრისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show
 
შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან
შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან
შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან შეხვედრა ნანუკა ჟორჟოლიანთან