GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

"ახლაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ GAU ის ადგილია, სადაც ექსკლუზიურად, მხოლოდ ერთხელ გეძლევა შანსი ისწავლო ის, რაც ნამდვილად საჭიროა და ის, რასაც თავად გახდი საჭიროდ ქართულ ბაზარზე..."

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი

გაუ-ში წელს პირველად გაიმართა ნაძვის ხეების კონკურსი, რომელშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოთხივე სკოლა ჩაერთო. სტუდენტთა გუნდები ერთმანეთს კრეატივში შეეჯიბრნენ და თემატური ნამუშევრები შექმნეს. მათ თანაბარი ბიუჯეტით ორიგინალური მოსართავები შეიძინეს და ჟიურის სამ წევრს საკუთარი კონცეფციით აწყობილი ნაძვის ხე წარუდგინეს.

სტუდენტების დიზაინი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც გაუ-ს პრეზიდენტი - მაიკლ ქაუგილი, გაუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი - სოფო შუბლაძე და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი - დავით ქაცარავა იყვნენ. ჟიურიმ ერთხმად აირჩია გამარჯვებული გუნდი, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები აღმოჩნდნენ. მათ ორიგინალური იდეა შემოგვთავაზეს და გაუ-ს ფერებში გადაწყვეტილი ნაძვის ხე აგურებით, ჭანჭიკებითა და სამშენებლო მასალებით მორთეს.

გამარჯვებული გუნდის წევრები იყვნენ:

  • სოსო ნერსეზაშვილი
  • გიორგი წულაძე
  • თეონა ბიძიშვილი
  • სოფო ჯინორიძე
  • დავით გაჩეჩილაძე
  • სანდრო თვალიაშვილი
  • მარიამ მუხაშავრია 

იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი ნაძვის ხეებიც ძალიან საინტერესოდ იყო შესრულებული, ჯომარდობის ფედერაციისგან დაწესებული პრიზი ფედერაციის პრეზიდენტმა ღონისძიების მსვლელობისას გაზარდა - დავით ქაცარავამ არაჩვეულებრივი საჩუქარი - ჯომარდობის ტური - ყველა მონაწილეს გადასცა. გამარჯვებულ გუნდს კი დამატებით თავგადასავალს დაჰპირდა - ისინი გაზაფხულზე „ღამის რაფტინგზეც'' გაემგზავრებიან.

საახალწლო საჩუქრები სტუდენტებს გაუ-ს ადმინისტრაციისგანაც გადაეცათ. ასევე პრიზები რჩეულ მონაწილეებს კომპანია ''Gino paradise”-მა გადასცა.

ნაძვის ხეების ფესტივალზე კონკურსგარეშე ნამუშევარი გაუ-ს სტუდენტების კიდევ ერთმა გუნდმა წარმოადგინა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტიურად მუშაობს და თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლედამცველ ორგანიზაციასთან „ვომეგობროთ''. ეს იყო უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთათვის შექმნილი ნაძვის ხე, რომელსაც ბრაილის ანბანით აწერია „გილოცავთ ახალ წელს - სიყვარულით „ვიმეგობროთ'' & GAU

GAU არ GAU-რბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

გაუ-ს ბენდი

გაუ-ში სტუდენტების ბენდი შეიკრიბა. სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტითა და საახალწლო სიმღერებით ღონისძიებაზე შემდეგი სტუდენტები წარდგნენ:

  • სანდრო კახიძე
  • სოფო შერგელაშვილი
  • ირაკლი აბაშიძე
  • დემნა ამაშუკელი
  • ვერიკო ჭელიძე
  • ნიკა ომიაძე
  • ნინა მირგოროდსკაია

GAU Secret Santa

გაუ-ს სტუდენტებმა უკვე ტრადიციად ქცეული Secret Santa ითამაშეს და საიდუმლო დამსაჩუქრებლის ვინაობა სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში გაიგეს.

გაუ ყველა სტუმარს გლიტვეინით გაუმასპინძლდა.

GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი
GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი
GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსი