GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

დადუნა ხუციშვილის დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: “United States Foreign Policy Toward Georgia” – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia)...

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან

GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე სკოლის პროფესურასთან ერთად შეხვდა დელეგაციას ჩინეთიდან ბ-ნ ჰარდი ვანგის ხელმძღვანელობით. ჩინეთის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო გარემოს კვლევის მიზნით. 

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. GAU-ში სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაზაზე იგეგმება ჩინური ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნა, სადაც პედაგოგებად ჩამოვლენ სპეციალისტები ჩინეთიდან. 

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა პროფესორ ზ. რუხაძის ინიციატივა გაიხსნას ჩინეთის სწავლების სამეცნიერო ცენტრი. იგეგმება ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის ჩათვლით. სამართლის სკოლის დეკანმა და პროფესორებმა ისაუბრეს One Belt One Road პროეტის ფარგლები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.