GAU-ს კურსდამთავრებულები

სს პროკრედიტ ბანკი

"GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დრო, როდესაც ვიყავი ნიუ იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ...''

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში

ჯეოლაბში ჩატარებულ ჰაკათონში GAU-ს სტუდენტებმა გაიმარჯვეს!

სანამ დეტალებს მოგიყვებით, მოკლედ ჰაკათონის შესახებ:

რა არის ჰაკათონი?!

ტერმინი „ჰაკათონი'' ორი სიტყვისგან შედგება - „hack'' და „marathon''. ამ შემთხვევაში სიტყვა ჰაკ (ჰაკერი) თავისუფალია კიბერ დანაშაულის კონტექსტისგან. ჰაკათონი პროგრამისტების, დეველოპერების, დიზაინერების, ინჟინრების და IT ტექნოლოგიებით დაინტერესებული ან მცოდნე ადამიანების შეჯიბრია... ჰაკათონი გამარჯვებისთვის ორ ან სამდღიანი შეუჩერებელი მუშაობაა... ჰაკათონი ღამისთევა და ბევრი ყავაა... და, რაც მთავარია, ჰაკათონი კარგი იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნის საშუალებაა.

ჯეოლაბის პირველი ჰაკათონი 

29-31 მაისს ჯეოლაბში პირველი ჰაკათონი ჩატარდა. 40-საათიან შეჯიბრში სხვადასხვა უნივერსიტეტის 11 გუნდი, 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პარასკევს ღამის 10 საათზე დაწყებული კონკურსი კვირას ნაშუადღევს, ჟიურის გადაწყვეტილების გამოცხადებით დასრულდა. ჰაკათონის თემატიკა ტურიზმი იყო. პირველ ეტაპზე მონაწილეებს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ უამბეს. შემდეგ კი დაიწყო ინდივიდუალურ/ჯგუფურ პროექტებზე მუშაობა, რომელიც 31 მაისს 14 საათზე დასრულდა. 15 საათამდე მონაწილეებს დრო ნამუშევრების ასატვირთად მიეცათ, შემდეგ კი მათ პროექტი 5 წუთიანი პრეზენტაციით უნდა წარედგინათ. სამჯერადი კვება და კომფორტული სამუშაო გარემო კონკურსანტებს არ ავალდებულებდათ ჯეოლაბში დარჩენას, თუმცა ჰაკათონელების უმრავლესობამ ორივე ღამე მუშაობაში გაათენა და შედეგიც დადგა.

ჰაკათონის გამარჯვებულები

ჯეოლაბის პირველ ჰაკათონზე შეიქმნა არაერთი საინტერესო პროექტი. სპეციალური ჟიური 5 კოპმანიის წარმომადგნელებისგან შედგებოდა: ჯეოლაბი, Leavingstone, GITA, ჯეოსელი და Gds Tv. შეფასების ძირითადი კრიტერიუმები იდეა, ტექნიკური სირთულე და გამოყენებადობა იყო.

ნახევარსაათიანი მსჯელობის შემდეგ ჟიურიმ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელიც GAU-ს სტუდენტებისგან შედგებოდა: 

  • გიორგი ლეკვეიშვილი
  • ირაკლი ჯოხაძე 
  • გიორგი ძავაშვილი

სამივე გამარჯვებულს საჩუქრად ჰუავეის მობილური ტელეფონი და ჯეოლაბის სამთვიანი საშვი გადაეცა. 

მათი პროექტი მდგომარეობს მობილურ აპლიკაციაში, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას ვირტუალურ რუკად აქცევს. ტურისტის ერთგვარი გზამკვლევი მოგზაურობას უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის. გამარჯვებული პროქტის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:https://goo.gl/bbs3Ix

დანარჩენ პროექტებს კი აქ იხილავთ: https://goo.gl/PIYJXV

ჰაკათონის პარალელურად მიმდინარეობდა თემატური შეხვედრები ექსპერტებთან, გაიმართა ოთხი Tech-talk, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

GAU  უ ლ ო ც ა ვ ს  GAU - ე ლ ე ბ ს  გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ს  დ ა  უ ს უ რ ვ ე ბ ს  პ რ ო ფ ე ს ი უ ლ  წ ი ნ ს ვ ლ ა ს !

პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში
პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში
პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში
პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში
პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში პირველი ჰაკათონი ჯეოლაბში