GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

"GAU-ს გამოვყოფდი თავისი უნიკალური პროგრამითა და პროფესორებით, რომლებიც ქმნიან ფინანსების ისეთ სასწავლო პროგრამასა და სამეციერო ჯგუფს, რომელიც საქართველოში ერთადერთი და უნიკალურია..."

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

ქართული ანბანი - 33 ემოცია

10 ოქტომბერს (2018) ფრანკფურტში, საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმარა ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და გამომცემლობა „პალიტრა L“ წარმოგიდგენდათ.

კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მხატვარმა ანთოლოგიისთვის საგანგებოდ შექმნა საზედაო ასოები, რომლებიც თითოეული ავტორის ნააზრევს ერთვის. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ. ანთოლოგია ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზით ერთგვარ თანამედროვე ანბანთქებას ქმნის.

გამომსვლელები იყვნენ:

  • ეკატერინე ტოგონიძე - პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პროზაიკოსი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
  • რ. მაიკლ ქაუგილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი
  • მაია ალუდაური - პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი

ანთოლოგიის კონცეფცია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შემოქმედებითმა ჯგუფმა შეიმუშავა და წიგნი პარტნიორ ორგანიზაციასთან „პალიტრა L“-თან თანამშრომლობით დაიბეჭდა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ანთოლოგიის პირველი წარდგინების შემდეგ პრეზენტაციები საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას.

კრებულში გაერთიანებული ავტორები: დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესიკ ხარანაული.

მთარგმნელები: ნანუკა კობახიძე, ერონ თეოფან ჰალვორსონი.

ქართული ანბანი - 33 ემოცია ქართული ანბანი - 33 ემოცია