GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა

სასწავლო ცენტრები და ლაბორატორიები, საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია და co-working ცენტრი - ეს ყველაფერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა, როგორც „პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. სივრცე, სადაც სრულდება თანამშრომლობა სამ ძირითად მიმართულებას შორის: აკადემია, ანუ სამეცნიერო მიმართულება, ეკონომიკა, ანუ ქვეყნის სამეწარმეო წრეები და მთავრობა.“

ოქროყანაში, 10 063 კვ. მ. ტერიტორიაზე გაშენებული ტექნოპარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ,

მათ შორის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და GAU-ს IT ლაბორატორიის ჯეოლაბის წარმომადგენლეები.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა
საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა