GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ვმუშაობდი შპს „ა რეიტინგში'', რაც წარმოადგენს სესხების მართვის კომპანიას, ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე, (ერთი წელი) შემდეგ ვმუშაობდი საქართველოს ეროვნულ ბანკში, 2010 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტი...

პროფესორები და ლექტორები

მადონა ღიბრაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, სხვადასხვა დროს გახლდათ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი, ადვოკატი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე სამართლებრივ საკითხებში...

GAUფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე

8 მაისს (2017) გაიმართა აქცია GAUფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე! რატომ იყო მნიშვნელოვანი GAU-ს სტუდენტების მიერ ორგანიზებული საგზაო უსაფრთხოების აქცია:
 
  • როცა თემაზე არა მხოლოდ ფიქრობ, არამედ მუშაობ, ეს თემა შენთვის მართლა ხელშესახები ხდება და ბევრად მეტ სიღრმისეულ დეტალს აცნობიერებ.
  • როცა ცდილობ სხვა დაარწმუნო სიფრთხილისა და სიფხიზლის აუცილებლობაში, თავად უფრო მტკიცე ხდები ამ საკითხებში.
  • როცა მუშაობას მოკვლევით იწყებ და სფეროში გარკვეულ ადამიანებს მიმართავ, უსმენ და ითვალისწინებ მათ დიდ გამოცდილებას, ეს მუშაობის სწორი ფორმაა და ნებისმიერი მიმართულებით გამოგადგება.
  • როცა ცდილობ გამოწვევის ვიზუალიზაციას, რაც ამ შემთხვევაში ავარიის სიმულატორებით მოხდა და უამრავმა სტუდენტმა საკუთარ თავზე გამოსცადა მანქანის გადატრიალების თუ შეჯახების შეგრძნება, დარწმუნდა ღვედის აუცილებლობაში და იმაში, თუ რამდენად დეზორიენტირებულია ნასვამი ადამიანი, ეს პრობლემის ადამიანებმადე მიტანის ეფექტიანი გზაა.
  • როცა ჟურნალისტები აქციის შედეგებზე გვისვამენ კითხვებს, შეუძლებელია ზუსტ მაჩენებლებზე საუბარი და ცხადია, ცნობიერება რამდენიმე აქტივობით ვერ შეიცვლება, თუმცა ეს პროცესი ნამდვილად შედგება მსგავსი კომპონენტებისგან და თუნდაც ერთი ადამიანის დაფიქრება, უკვე მნიშვნელოვანია.
  • როცა სტუდენტების უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ უსაფრთხოების ღვედი უკან მჯდომი მგზავრისთვისაც აუცილებელია, თუნდაც ამას კანონი არ გავალდებულებდეს, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
  • ცვლილებები ხომ საკუთარი თავიდან იწყება. 
 
მადლობა ყველა მხარდამჭერს, თქვენ გარეშე, ეს დღე ასეთი სავსე არ იქნებოდა.
 
GAUფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე GAUფრთხილდი სიცოცხლეს - შეანელე