GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაკალავრიატი სამოქალაქო სამართლის განხრით და იმავე წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში. მთელი ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

GAU-ელების საჩუქარი - ჯომარდობის დაუვიწყარი ტური

ეს პოზიტიური ემოციებით დატვირთული დღე GAU-ს სტუდენტებმა საჩუქრად ჯომარდობის ფედერაციისგან GAU-ს ნაძვის ხეების კონკურსში მონაწილეობისთვის მიიღეს. 

ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ღონისძიებაზე „GAU-ხალისეთ ახალი წელი ერთმანეთს'' ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო და სუტდენტების მიერ აწყობილი ორიგინალური ნაძვის ხეების შეფასებისას ყველა მათგანი ჯომარდობის ტურით დაასაჩუქრა. 

26 ივნისს GAU-ელები ბორჯომში გაემგზავრნენ და კუთვნილი ჯილდო - ექსტრემალური თავგადასავალი - მიიღეს. ჯომარდობის ტური თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო, GAU-ს სტუდენტები სტიქიის ზონაში მოხალისეობრივ სამუშაოებში იყვნენ ჩართულები. პარასკევს კი ისინი სოფელ ჩითახევში შესაბამისი აღჭურვილობითა და გამოცდილი ტრენერების ინსტრუქტაჟით მტკვარზე დაეშვნენ. ჯომარდობის შემდეგ მათ ცხენებით გაისეირნეს და ფრენბურთი ითამაშეს. თბილისში ყველა ბედნიერი და სასიამოვნოდ დაღლილი დაბრუნდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯომარდობის ფედერაციას თანამშრომლობისა და დაუვიწყარი საჩუქრისთვის!

GAU-ელების საჩუქარი - ჯომარდობის დაუვიწყარი ტური GAU-ელების საჩუქარი - ჯომარდობის დაუვიწყარი ტური