GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით...

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში

15 სექტემბერს (2017) GAU-ში პირველკურსელთა ტრადიციული მიღება გაიმართა. მორთული ეზო, GAUბენდის ცოცხალი მუსიკა, პრეზიდენტის რ. მაიკლ ქაუგილის მისალმება, მხიარული განწყობა, გამაგრილებელი სასმელი, თამაშები და ბრენდირებული საჩუქრები - ეს ის დეტალებია, რომლებიც რეგისტრაციის დღეს და პირველ შთაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ახალი GAUელების მომღიმარე სახეები და მოტივირებული განწყობა იყო!
 
მადლობა ყველას, ვინც აქტიურად ჩაერთო ჩვენს ინტერაქციულ შეხვედრაში და განსაკუთრებული მადლობა GAUბენდის მომავალ წევრებს, რომლებმაც სპონტანურად შეგვისრულეს არაჩვეულებრივი სიმღერები. ასეთი ხალისიანი დასაწყისი წარმატებული წლის მშვენიერი წინაპირობაა :)
 
გისურვებთ აგისრულდეთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჰელიუმის ბუშტებით გაუშვით ჰაერში და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას <3 დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რედბულს და ვიცის ამ დღის გამრავალფეროვნებისთვის Red Bull Vici • ვიცი  #WeAreGAU
 
პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში