GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი; ქართულ-ამერიკული-უნივერსიტეტი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი იყო. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება

ბიზნესის ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსის (BMB - http://gau.ge/building-managing-business) მორიგი ნაკადიც დასრულდა. 12 აპრილს, (2017) გამართულ დიპლომების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროგრამის მენტორები. სერტიფიკატების მისაღებად მსმენელებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი პროექტები, რომელიც ერთი მხრივ, ერთგვარი შეჯამებაა იმ ცოდნის და გამოცდილების, რომელიც მათ მიიღეს პროგრამის ფარგლებში.

მეორე მხრივ, საუკეთესო პროექტის ავტორის (ების) გამოვლენის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იყო 5 პროექტი, რომელთაგან ერთ გამარჯვებული კურსის ტრენერებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული პროექტის ავტორს გადაეცა ფულადი პრიზი. პროექტის ტიპი: ბიზნესის გეგმა პროექტის შინაარსი: თხილის გადამამუშავებელი საწარმო პროექტის ავტორი: ირინა ხეჩოშვილი კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ BMB-ის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება
ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება
ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) გამოსაშვები ღონისძიება