GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

მარინე კვაჭაძეს აქვს იურისტად და უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის 25 წლის სამუშაო სტაჟი. 1983-1988 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მ. კვაჭაძე იყო...

42-ე სკოლის მოსწავლეების მიერ АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია

6 ივნისს გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის Autodesk-ის სასწავლო საპროექტო ცენტრში ორი სასწავლო პროგრამის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა:
  1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის №42 საჯარო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეებისათვის АutoCAD სისტემაში საპროექტო ხაზვის სწავლება 
  2. АutoCAD - საპროექტო ხაზვის უფასო ტრენინგი სკოლის მასწავლებლებისათვის.

პირველი პროგრამის ფარგლებში №42 საჯარო სკოლის 9-12 კლასის მოსწავლეები სტანდარტზევით სწავლების ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პროფესორ მასწავლებლების ხელმძღვანელობით 8 თვის მანძილზე შეისწავლიდნენ АutoCAD სისტემაში საპროექტო ხაზვას, 6 ივნისს კი მათ თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. ყველა მოსწავლეს გადაეცა კურსის წარმატებით დასრულების სერთიფიკატი.

მეორე პროექტის ფარგლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებმა ინფორმატიკისა და მათემატიკის მასწავლებლებს, რომლებიც სურვილისამებრ დარეგისტრირდნენ პროგრამაზე, ჩაუტარეს სამკვირიანი უფასო ტრენინგი საპროექტო ხაზვაში, გეომეტრიულ აგებებსა და დაგეგმარებაში, კურსი ლოგიკურად ერწყმის ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის (გეომეტრიის) შესწავლას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ტრენინგის მონაწილე მსაწავლებლებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სერთიფიკატები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გაუ-ს ვიცე-პრეზიდენტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, ამავე სკოლის ინფორმატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინა კარბელაშვილი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ.თბილისის №42 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ კედელაშვილი და დირექტორის მოადგილეები - თემურ გაჩეჩილაძე და მაკა ბიბილეიშვილი. მიხეილ ჩხენკელმა და ნუგზარ კედელაშვილმა ხელი მოაწერეს გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის ფაკულტეტსა და №42 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება იგეგმება.

 
 
АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია
АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია
АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია
АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია
АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია АutoCAD -ში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია