GAU-ს კურსდამთავრებულები

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც GAU-მ მაღალი აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე სტაჟირებაზე გამიშვა „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგში“, სადაც სტაჟირების წარმატებულად დამთავრების შემდეგ გავაგრძელე მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტში...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

#ცისაფერს

1 ოქტომბერს (2017), ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და GAUდასის წარმოდგენა გაიმართა.
 
#ცისაფერს - ასე ერქვა კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც GAU-ს სტუდენტი ნათია ტყემალაძე გახდა, ჟიურის სიმპათიის სტატუსი კი გიორგი სვანიძესა და ლიკა გუგეშაშვილს ერგოთ. 
 
პროექტი, რომელიც მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმართ ახალი თაობის გულწრფელი დამოკიდებულების კიდევ ერთხელ წარმოჩენას, პოეტის შემოქმედების ხაზგასმასა და დაფასებას ემსახურებოდა. მონაწილეებს GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიმართა. ჟიურის თავმჯდომარე კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, ფილოლოგიის დოქტორი რუსუდან ციციშვილი იყო.
 
სერტიფიკატები და ბრენდირებული სუვენირები ყველა კონკურსანტს გადაეცა. დაჯილდოების შემდეგ GAUდასმა ვახო ძიგავასა და ხატია სულაბერიძის ხელმძღვანელობით პოეზიის საღამო წარმოადგინა და უმნიშვნელოვანესი რომანტიკოსის შემოქმედება GAU-ს სააქტო დარბაზში რომანტიკული განწყობით გააცოცხლა.
 
კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით GAUდასს, ჟიურის წევრებსა და ყველა სტუმარს, რომელმაც ჩვენთან ერთად აღნიშნა ჩვენი გამორჩეული პოეტის იუბილე.
 
#ცისაფერს #ცისაფერს
#ცისაფერს #ცისაფერს
#ცისაფერს #ცისაფერს
#ცისაფერს #ცისაფერს
#ცისაფერს #ცისაფერს
#ცისაფერს #ცისაფერს