GAU-ს კურსდამთავრებულები

კომპანია სს ,,შატო მუხრანი''

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. მე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია რომ GAU-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით..."

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

ღია კარის დღეები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)!

აბიტურინტებს (და მათ მშობლებს) გელით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ღია კარის დღეებზე: 24 თებერვალი და 10 მარტი.

პროგრამებს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ფაკულტეტების დეკანები აკადემიურ მენეჯერებთან ერთად გაგაცნობენ.

აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი შაბათი ამ ორ თარიღს შორის და გვეწვიეთ 14:00-დან 16:00 საათამდე GAU-ში:
24 თებერვალი და 10 მარტი, 14:00-16:00 საათი.

  • ბიზნესის სკოლა, დეკანი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ტორონჯაძე; აუდიტორია - 214;
  • სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა, დეკანი, ვიცე პრეზიდენტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზაზა რუხაძე; აუდიტორია - 106
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა დეკანი, ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი რუსუდან ციციშვილი;  აუდიტორია - 312
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა დეკანი, კონსტანტინე კულიჯანოვი; აუდიტორია - 325

მისამართი: მერაბ ალექსიძის 10, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)