GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

მანანა ტაბიძე 2001 წლიდან არჩეულია ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად და ამერიკის ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტთა შემსწავლელი ცენტრების "ენობრივი პოლიტიკისა და ენობრივი დაგეგმვის საერთაშორისო კონსორციუმის” ინდივიდუალურ წევრად...

შეხვედრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პირველკურსელებთან

12 სექტემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება შეხვედრა გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის პირველკურსელებთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მერაბ ალექსიძის 8, მესამე სართული, აუდიტორია #321)

შეხვედრას გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, შეხვედრის დასრულების შემდგომ ჩატარდება რეგისტრაცია.

დოკუმენტები:

სტუდენტებს გადაეცემათ დოკუმენტების პაკეტი, რომელშიც შედის:

  1. განაცხადის ფორმა
  2. ID ფორმა
  3. ხელშეკრულება (2 ეგზემპლარი)
  4. ცხრილი 2013-2014 სასწავლო წლისათვის
  5. ინვოისი
  6. გაუ კლუბების არჩევანი (GAU CLUB Choice)

სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

  1. საშუალო სკოლის ატესტატი
  2. პირადობის მოწმობის ასლი
  3. 4 ფოტოსურათი (3x4)
  4. სამხედრო მოწმობის ასლი (მხოლოდ ბიჭებმა)

შეხვედრაზე დასწრება აუცილებელია ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველა პირველკურსელისათვის.

პირველკურსელთა მშობლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციისათვის გადადით ამ ბმულზე.