GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე 2014 წელს საერთაშორისო სამართლის განხრით. სწავლის პერიოდში დავიწყე მუშაობა გაუ-ში სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერად. გაუ-ს უდიდეს...

პროფესორები და ლექტორები

ნატალია ბაღდავაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვალის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ამჟამად ასრულებს ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამას. 2004 წლიდან გაიარა...

ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სპორტული ღონისძიებების ციკლი ფეხბურთის შიდა ჩემპიონატით გრძელდება. ტურნირის ორგანიზატორები არიან GAU-ს ელჩები.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებას სტუდენტების მხრიდან მოყვება დიდი აქტიურობა, რომელიც შემდგომში შესაძლებლობას მოგვცემს ამ და სხვა ტურნირებს ტრადიციის სახე მივცეთ. გარდა ამისა აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება საინტერესოა, რამდენადაც ტურნირის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეებით დაკომპლექტდება GAU-ს ნაკრები ფეხბურთში, რომელიც სისტემატიურად ივარჯიშებს მწვრთნელთან ერთად და მონაწილეობას მიიღებს საგარეო ტურნირებში, როგორიც არის უნივერსიადა, ბიზნეს ლიგა და სხვა.

ტურნირი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

1. რეგისტრაცია: იწყება 16 ოქტომბერს და გრძელდება 24 ოქტომბრის ჩათვლით
2. კენჭისყრა: ჩატარდება 26 ოქტომბერს საღამოს 7 საათზე მე-200 აუდიტორიაში (სადაც ასევე დეტალურად განვიხილავთ თამაშის წესებს და სტრუქტურას).
3. თამაშები დაიწყება 28 ოქტომბერს.
4. დაჯილდოება: გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, რომელიც იმოგზაურებს ტურნირიდან ტურნირამდე და ფულადი პრიზი.

იმისათვის, რომ ჩაერთოთ ჩემპიონატში გაითვალისწინეთ:

მონაწილეობის წესები

1.1. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია არაუმეტეს რვა წევრით დაკომპლექტებულ გუნდს, რომლის შემდაგენლობაში შესული თითოეული მონაწილე არის ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტი.
1.2. შიდა კონკურენციის მიზნით ესა თუ ის გუნდი აუცილებლად დაკომპლრქტებული უნდა იყოს ერთი და იმავე ფაკულტეტის (მიმართულების) სტუდენტებით.
1.3. არ შეიძლება გუნდის განაცხადის შეცვლა ტურნირის დაწყების შემდეგ.
1.4. არ შეიძლება ერთზე მეტ გუნდში თამაში.
1.5. მონაწილეთა სქესი არ არის განსაზღვრული.

გუნდების დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე გადმოწერეთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსებული გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: andriashvili_ana@yahoo.com

თამაშის წესები

2.1. მოქმედებს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი ყველა წესი, რომელიც არ არის შეცვლილი ორგანიზატორთა მიერ მომდევნო წესებით.
2.2. თითოეული გუნდის შემადგენლობაში უნდა იყოს რვა (8) მოთამაშე: 5 ძირითადი მოთამაშე ( 1 მეკარე და 4 მოედანზე ) და 3 სათადარიგო. 
2.3. არ მოქმედებს თამაშგარის წესი.
2.4. ცვლილებების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
2.5. შეცვლილ მოთამაშეს შეუძლია თამაშში დაბრუნება.
2.6. წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიცირებული მოთამაშე უნდა შეიცვალოს სათადარიგო მოთამაშით.
2.7. დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება შემდეგ მატჩზე.
2.8. გოლის აღნიშვნის ნებისმიერი შეზღუდვა გაუქმებულია.
2.9. საჯარიმო დარტყმის დროს ბურთსა და დაჯარიმებული გუნდის ფეხბურთელებს შორის მანძილს განსაზღვრავს მსაჯი.
2.10. პენალტი უნდა შესრულდეს კარის ხაზიდან ცხრა (9) მეტრის მანძილიდან.
2.11. გვერდითი ხაზიდან მოთამაშემ ბურთი თამაშში უნდა შემოიტანოს ფეხით.
2.11.1. გვერდითი ხაზიდან შემოტანილი ბურთი არ უნდა იყოს ჰაერში.
2.12 იმ შემთხვევაში თუ გუნდი დააგროვებს 5 ჯარიმას მოწინააღმდეგე გუნდს ეძლევა პენალტის დარტყმის უფლება.
2.12.1 ჯარიმების რაოდენობა ბათილდება მეორე ტაიმში და თავიდან აითვლება.

ტურნირის სტრუქტურა

3.1. ტურნირის სტრუქტურა (ჯგუფური ეტაპი/ფლეიოფი ანდა ოლიმპიური პრინციპი) დამოკიდებული იქნება მონაწილე გუნდების რაოდენობაზე.

3.2. მატჩი გრძელდება ორი (2), ოცწუთიანი (20 წთ) ტაიმი.

3.3. ფლეიოფში ფრეს დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნება ორი (2), ხუთწუთიანი (5 წთ) ტაიმი. თუ დამატებითი დრო არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ცხრა (9) მეტრიანი დარტყმების სერია.

3.4. თამაშების ჩატარების დროები წინასწარ შეთანხმებული იქნება გუნდების კაპიტნებთან.

3.5. შეთანხმებულ მატჩზე არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ჩაეწერება წაგება ანგარიშით 0:3.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ანა ანდრიაშვილი - 591 144 544