GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც...

პროფესორები და ლექტორები

ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ამასთანავე არის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების აღმოსავლეთის საბჭოს თავჯდომარე...

ცხადდება მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანატში (მეორე სართული, ოთახი #222, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, მისამართი: მერაბ ალექსიძის10 ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

უნივერსიტეტში წარმოსადგენი საბუთები:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
  • 2 ფოტოსურათი, 3x4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2015 წლის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (ვაჟებისათვის);
  • მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში GAU-ს ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი;
  • GAU-ს რეკვიზიტები

ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტის განცხადება არ მიიღება. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

გასაუბრება ჩატარდება 22 სექტემბერს,14:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით » ბმულს.